Sunday, March 13, 2016

ინტელის პროექტი

კურსის რეფლექსია

   გავიხსენე მე-2 დონე.შევქმენი ელექტრონული პორთფოლიო.გავეცანი სხვადასხვა საიტის მისამართს.წავიკითხე მოდულები.
   შევქმენი პაპკები.მოვამზადე პრეზენტაცია და ბუკლეტი,მათ შორის მოსწავლის.ჩავსვი სხვადასხვა ნამუშევარი შესაბამის პაპკაში.
   საინტერესოდ წარიმართა ტრენინგი.შევეცდები აქტიურად გამოვიყენო ჩემს პრაქტიკაში.

Sunday, February 21, 2016

მე-6 დღის რეფლექსია

მე-6 დღის რეფლექსია

მოდულში ჩვენ გავეცანით ეროვნულ სასწავლო სტანდარტებს,  განვსაზღვრეთ საგნის სტანდარტის რომელი შედეგის, ინდიკატორის მიღწევა გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში. გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიას, 21-ე საუკუნის  უნარ-ჩვევების სიტყვებს. განვსაზღვრეთ საგნობრივის სტანდარტები და მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები სასწავლო პროექტის სრულყოფილად ჩამოყალიბებისათვის. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი ფორმები, გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, შეფასების სტრატეგიებს, ვიხილეთ და შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, კვლევისთვის საძიებო სისტემის გამოყენება, განვიხილეთ   ვიცი -მინდა ვიცოდე- ვისწავლე სტრატეგია, ვიხილეთ აფრიკული მოდელის ნიმუში. ვისწავლეთ საქაღალდის შეკუმშვა და გაგზავნა. გავეცანით პრეზენტაციის ფორმას ჩვენი პროექტისთვის, ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირებზე, ვნახეთ საინტერესო საძიებო სისტემა, გავიგეთ როგორ ხდება საავტორო უფლებების დაცვა, ვნახეთ გამოყენებული ლიტერატურის  შაბლონი.

Saturday, February 13, 2016

მე- 3 დღის რეფლექსია

მოდულის  შესწავლა  დამეხმარა  გავცნობოდი  21- ე  საუკუნის  უნარ -ჩვევებს  და  პროექტზე  დაფუძნებული  სწავლების  აქტუალურობას  სასწავლო  პროცესის  უკეთ  წარმართვისათვის.  ამგვარი პროექტების  დაგეგმვა  მოსწავლეებს  უვითარებს  მაღალი  დონის  სააზროვნო  უნარებს,  რაც  იწვევს  მათ  ჩართულობას  სასწავლო  პროცესში.  შევქმენი  ელექტრონული  პორტფოლიო,  ელექტრონული  საქაღალდე,  განვიხილეთ  სასწავლო  პროექტის  შაბლონი  და  ჩეკლისტის  გამოყენება.  შევისწავლე  სასწავლო  ღონისძიებების  ეფექტურად  დაგეგმვა.  წავიკითხე  ინდივიდუალური  კომპიუტერული  სცენარები.  გავეცანი,  თუ  როგორ  ხდება  პუბლიკაციების  მომზადება  პროექტებით  სწავლების  თემაზე.  შევქმენი  პროექტის გეგმა,  ბროშურა  და  დიზაინი.

Wednesday, July 10, 2013




1----პროექტის სახელწოდება-ქ,ქუთაისის ეკლესია-მონასტრები
2პროექტის მთავარი იდეა  -      იცნობდნენ მშობლიური ქალაქის ისტორიას და არქიტექტურას,იცოდნენ ტაძრების აგებისდრო და მათი დანიშნულება,შეეძლოთ მატი მოკლე ისტორიის გადმოცემა
3-პროექტის აქტუალურობა  -    შეძლონ გზამკვლევისა და ექსკურსიამძღოლის როლის შესრულება მათთან ჩამოსული ქალაქის სტუმრებისათვის ,არჩევდნენ ერთმანეთისგან განსხვავებული არქიტქექტურული სტილით აგებულ ძეგლებს
4პროექტის მიზნები----პროექტში მონაწილეებს გავუღრმაო ქალაქის სიძველეებისადმი პატივისცემისა და მოკრძალების გრძნობა ,რათა თავი იგრძნონ ამ მემკვიდრეობის პატრონად
5 მონაწილეთა ასაკი----14- 15 წელი
6 ვადები ხანგრძლივობა----2 თვე

7    მოსალოდნელი შედეგები ,პროდუქტები,რომლებიც უნდა შეიქმნას------ნარკვევები, ჩანახატები,საკონფერენციო თემები,ვიდეო კლიპები,ალბომები,ფოტოები ,სლაიდები კედლის გაზეთები
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები::   ფოტოაპარატები,მუზეუმებთან თანამშრომლობა,ალბომები, ვიდეო კამერ,ა თაბახის ფურცლები
9      პროექტის მსვლელობა      ა-მოსწავლეები თავიანთი სურვილით იყოფიან ჯგუფებად
   ბ-   ჯგუფები თვითონ ირჩევენ და ინაწილებენ ქალაქის სხვადასხვა უბნებსდა აგროვებენ ინფორმაციებს აქ არსებული ძეგლების შესახებ
გ-თანამშრომლობენ მუზეუმებთან და იძიებენ შესატყვის ინფორმაციას
დ--    აკეთებენ ალბომაბს ,წერენ თემებს  იღებენ სლაიდებს, ვიდეო კლიპებს
10    გეოგრაფიასთან ,ქართულ ლიტერატურასთან,     მირებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება ტრანსფორმაცია
11მზია ბუბაშვილი
12mziabubashvili9@.com
13