მე-6 დღის რეფლექსია
მოდულში ჩვენ გავეცანით ეროვნულ სასწავლო სტანდარტებს, განვსაზღვრეთ საგნის სტანდარტის რომელი შედეგის, ინდიკატორის მიღწევა გვსურს ჩვენი თემის ფარგლებში. გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიას, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვებს. განვსაზღვრეთ საგნობრივის სტანდარტები და მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები სასწავლო პროექტის სრულყოფილად ჩამოყალიბებისათვის. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი ფორმები, გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას, შეფასების სტრატეგიებს, ვიხილეთ და შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა, კვლევისთვის საძიებო სისტემის გამოყენება, განვიხილეთ ვიცი -მინდა ვიცოდე- ვისწავლე სტრატეგია, ვიხილეთ აფრიკული მოდელის ნიმუში. ვისწავლეთ საქაღალდის შეკუმშვა და გაგზავნა. გავეცანით პრეზენტაციის ფორმას ჩვენი პროექტისთვის, ვისაუბრეთ ინტერნეტკავშირებზე, ვნახეთ საინტერესო საძიებო სისტემა, გავიგეთ როგორ ხდება საავტორო უფლებების დაცვა, ვნახეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი.
No comments:
Post a Comment